Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთს ესტუმრება ვლადიმირ პუტინის მიწვევით


ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი რუსეთს ესტუმრება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით. ამის შესახებ 28 დეკემბერს განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.

პუტინმა რაისი მომავალი წლის დასაწყისისთვის მიიწვია „ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების ფარგლებში“, - განაცხადა ალი ბაჰადორი ჯაჰრომიმ.

ვიზიტის დროს შეეხებიან „ორმხრივ, რეგიონულ და ეროვნულ თანამშრომლობას“ და კერძოდ, „ეკონომიკურ და კომერციულ“ თანამშრომლობას, - დასძინა ბაჰადორი ჯაჰრომიმ.

ირანის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს ესტუმრა, იყო ჰასან როჰანი. რუსეთში მისი ვიზიტი 2017 წლის მარტში შედგა.

მკაცრი კურსის მომხრე რაისიმ როჰანისგან აგვისტოში გადაიბარა პრეზიდენტობა.

კრემლის ვებსაიტის თანახმად, პუტინმა რაისი მიმდინარე თვეში მიიწვია.

რუსეთსა და ირანს კარგი ურთიერთობები აქვთ და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეები არიან ათი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. რუსეთი არის ასევე ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილე. თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მიღწეული ეს შეთანხმება ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

მოსკოვი მონაწილეობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომელიც 2015 წლის შეთანხმების განახლებას ისახავს მიზნად. 2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა შეთანხმება და ირანს კვლავ დაუწესა სანქციები. ამის საპასუხოდ ირანმა კვლავ დაიწყო შეთანხმებით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულებისთვის გვერდის ავლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG