Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თალიბანის მიერ ჰაერში გასროლით გამოწვეულ ჭყლეტაში დაშავდნენ აქციის მონაწილე ქალები


რამდენიმე ავღანელი ქალი დაშავდა ჭყლეტაში, რომელიც გამოიწვია თალიბანის მცველთა მხრიდან ჰაერში განხორციელებულმა გასროლამ ქაბულში მიმდინარე აქციაზე, რომლითაც აპროტესტებდნენ ქალებისთვის მოგზაურობის ამკრძალავ ახალ, დისკრიმინაციულ წესებს.

აქცია გაიმართა როგორც ავღანეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ მზარდი სიბრაზის ფონზე, ქალების უფლებების საწინააღმდეგოდ თალიბანის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. როგორც რადიო თავისუფლებას ადგილზე აცნობეს, საპროტესტო აქციაში 130-მდე ქალი მონაწილეობდა, თალიბანის მიერ დემონსტრაციის დასაშლელად ჰაერში განხორციელებულმა გასროლამ კი დემონსტრანტებს გაქცევა აიძულა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაშავდა რამდენიმე ქალი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ქაბულში ასევე გაიმართა მეორე, უფრო მცირემასშტაბიანი აქცია, რომლის მონაწილე ქალებმაც თალიბანი დაადანაშაულეს წინა, თალიბანის მიერ აგვისტოში დამხობილი მთავრობის პირობებში არმიაში მომსახურე ჯარისკაცების მკვლელობებში, - იუწყებიან რადიო თავისუფლების კორესპონდენტები. თალიბანის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG