Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება - პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო


საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ პირველი მოსმენით, 79 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და მისგან გამომდინარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესატანი ცვლილებები.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი სანქციები შემოდის შემდეგი დარღვევებისთვის:

  • თამბაქოს მოწევა აიკრძალება ტაქსებში;
  • თამბაქოს მოწევა აიკრძალება ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში;
  • აიკრძალება მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას;
  • აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
  • აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით;
  • აიკრძალება ბრენდის გაფართოება სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს და შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტებისადმი, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი.

კანონპროექტის მომხსენებელია ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ლადო კახაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG