Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს" - აშშ-ს საელჩო წლის შემაჯამებელ ვიდეოს აქვეყნებს


"ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია“, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 2021 წლის შემაჯამებელ ვიდეოში, რომელსაც საელჩო ავრცელებს. ვიდეო გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის მიღწევებსაც მოიცავს.

"2020 წლის გამოწვევებმა ჩვენი, როგორც გლობალური საზოგადოების შესაძლებლობები გამოცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არცერთ ქვეყანას მათთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს. 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომია, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს.

შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ. ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის.

2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩემი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია", - ამბობს ელჩი საახალწლო ვიდეოში.

XS
SM
MD
LG