Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, როგორ იმუშავებენ მეტრო და ავტობუსი ახალი წლის ღამეს


თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თუმცა კონკრეტული ხაზები და არა ყველა, რომლებიც დღის განმავლობაში ფუნქციონირებენ.

"ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ", - აცხადებენ მერიაში.

23:00-დან 03:00 საათამდე ახალი წლის ღამით იმუშავებს მეტრო.

იმუშავებს ასევე ავტობუსის შემდეგი ხაზები:

  • მეტროსადგურ "დიდუბემდე": N1, N2, N3, N6, N7, N11;
  • მეტროსადგურ "ავლაბრამდე": N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122;
  • უცვლელ მარშრუტზე: N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383.

დროის გახანგრძლივებულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

იმავე პირობებით იმგზავრებს მოსახლეობა 6 იანვარს ღამითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG