Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს


სოფელი ერგნეთი
სოფელი ერგნეთი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. სოფელ გრემისხევის მცხოვრებლები ნიკა ბეჟიტაშვილი და კვირია ელიზბარაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუსმა გრემისხევის მცხოვრებლების დაკავების შესახებ პირველი ცნობა 29 დეკემბერს გაავრცელა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი” და ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. გათავისუფლებულ მოქალაქეებს პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ოჯახებში დააბრუნებენ.

XS
SM
MD
LG