Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ ემხრობა


ანალენა ბერბოკი
ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება სიტუაციის ზედმეტ ესკალაციას გამოიწვევდა. ამასთან გერმანელი მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას და მის მოკავშირეებს მოეპოვებათ „მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის გრძელი სია“ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

„დიდი შვიდეულის ქვეყნებმაც და ევროკავშირმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის საზღვარზე შემდგომ ესკალაციას და, უწინარეს ყოვლისა, უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას რუსეთისათვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვება“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანალენა ბერბოკმა სააგენტო DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციის პრიორიტეტულ მიმართულებად ბერბოკმა დაასახელა დიპლომატიური ძალისხმევა ნორმანდიული ფორმატის, და ასევე ნატო-რუსეთისა საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში.

როდესაც უკრაინისათვის საბრძოლი იარაღის მიცემაზე საუბრობდა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „შემდგომი სამხედრო ესკალაცია არ მოუტანს უკრაინას უფრო მეტ უსაფრთხოებას“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების ფონია ნატოსა და ევროკავშირის წევრი ესტონეთის მზადყოფნა, გადასცეს უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, მათ შორის სისტემა Javelin-ის რაკეტები და 122-მილიმეტრიანი ჰაუბიცები.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს სამხედრო აგრესიის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს ადანაშაულებს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG