ორ საათზე მეტია გორის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გათიშულია ჭავჭავაძის, სტალინის, ძმები რომელაშვილების, სუხიშვილის, ერისთავის და სააკაძის ქუჩების ნაწილი.
დაზიანებულია ელექტროგამანაწილებელი, რომლის შეკეთებაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
ელექტროენერგია დაახლოებით 19:00 საათზე გაითიშა და ამ დრომდე მოსახლეობის დიდი ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი.
დაწერეთ კომენტარი