Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის საახალწლო მილოცვაში, პუტინი ხოტბას ასხამს რუსეთის ძალასა და სოლიდარობას


თავის ტრადიციულ სატელევიზიო საახალწლო მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსები "კოლოსალური გამოწვევების წინაშე" აღმოჩნდენ 2021-ში, მაგრამ გადალახეს ისინი "სოლიდარობის" გზით.

პუტინის ექვსწუთიანი, წინასწარ ჩაწერილი სიტყვა 31 დეკემბერს გადაიცა სწორედ მაშინ, როცა რუსეთის აღმოსავლეთის დროის 11 სარტყლის უმეტესობაში შუაღამე მოახლოვდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიხედვით, ეს პუტინის ყველაზე უფრო ხანგრძლივი სიტყვა იყო, რაც მას წარმოუთქვამს მსგავსი გამოსვლებისას.

დეტალების დაზუსტების გარეშე, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი "მტკიცედ" იცავდა თავის ინტერესებს 2021 წელს, იმ წელს, რომელიც აღინიშნა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის სასტიკი ჩახშობით და დიდი დაძაბულობით დასავლეთთან - რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე უკრაინის საზღვართან.

პუტინმა სამძიმარი გამოთქვა მათ მიმართ, ვინც ახლობელი ადამიანები დაკარგეს კორონავირუსის პანდემიისას. მან განაცხადა, რომ მთავრობის მთავარი მიზანია "მოქალაქეების კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება". "მსგავსი ამოცანების გადაწყვეტა რუსეთს კიდევ უფრო გააძლიერებს", - თქვა პუტინმა.

პატიმრობაში მყოფმა რუსმა პოლიტიკურმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა ახალი წლის მილოცვით, რომელშიც მოუწოდა რუსებს „ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნონ ოპტიმიზმი".

ნავალნი იანვარში დააკავეს, რუსეთში ჩასვლისთანავე გერმანიიდან, სადაც ის კვირების განმავლობაში გადიოდა მკურნალობას თითქმის მომაკვდინებელი ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, რაშიც ის ადანაშაულებს უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აგენტებს, რომლებიც პუტინის მითითებებით მოქმედებდნენ. ის 2- წელიწადნახევრიან პატიმრობას იხდის, რომელიც მას, მისი თქმით, პოლიტიკური აქტივობისთვის მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG