საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3291 ადამიანი.
ყველაზე მეტი, 490 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 5,92 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 5,49 პროცენტი.
რეგიონების სურათი ასეთია:
31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 144 შემთხვევა.
დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობაა - 13 441.
სულ აცრების რაოდენობა არის 2 514 871.
დაწერეთ კომენტარი