Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და ჩეხეთის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდები კანადაში რეისიდან მოხსნეს წესრიგის დარღვევის გამო


რუსეთის და ჩეხეთის ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრებები ახალი წლის წინა დღეს კანადიდან მიმავალ რეისზე არ დაუშვეს, რადგან ზოგიერთმა მოთამაშემ კალგარიდან გაფრენის წინ დაარღვია დამცველი ნიღბის ტარების წესი.

კალგარის პოლიციის თანახმად, 1 იანვარს მიღებული შეტყობინების შემდეგ, მათ გუნდები Air Canada-ს რეისიდან მოხსნეს. ცნობაში არ არის ლაპარაკი არეულობასა და დაკავების შემთხვევებზე.

გუნდები სამშობლოში ბრუნდებოდნენ მას მერე, რაც ახალგაზრდული გუნდების მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა, კოვიდ-19-ის შემთხვევათა სწრაფი ზრდის გამო.

რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სერგეი ზუბოვმა, ამცნო გაზეთ „იზვესტიას,“ რომ გუნდი რეისიდან მოიხსნა ნიღბების ტარების წესის დარღვევის გამო. რუსეთის და კანადის მედიის თანახმად, თვითონ ზუბოვიც იყო დამრღვევთა შორის, თამბაქოს მოხმარების გამო.

ჩეხეთის ნაკრების მენეჯერმა, ოტოკარ ჩერნიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველა წესს იცავდა, უბრალოდ, ჩანს, გაუგებრობა მოხდა და მის გუნდს ისევე მოექცნენ, როგორც რუსეთისას, მოთამაშეთა მსგავსი, რუხი ფერის ჩაცმულობის გამო.

ჩერნის თანახმად, Air Canada-ს წარმომადგენელმა გუნდს ბოდიში მოუხადა და საგანგებოდ, 1 იანვრისთვის სასტუმროთი და ფრანკფურტში რეისით უზრუნველყო.

რუსეთის გუნდი მომდევნო რეისით გაფრინდა მოსკოვში.

XS
SM
MD
LG