Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: მიტროპოლიტ სტეფანეს გონება არ დაუკარგავს, ის შეუძლოდ იყო


მიტროპოლიტი სტეფანე.
მიტროპოლიტი სტეფანე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასწორს უწოდებს 2 იანვარს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და აცხადებს, რომ მიტროპოლიტი სტეფანე მართლაც იყო შეუძლოდ, თუმცა მას გონება არ დაუკარგავს.

საპატრიარქოს განცხადებით, სინამდვილეს ასევე არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა: „ამას არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ“.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების ვარაუდით, ის საავადმყოფოს რამდენიმე დღეში დატოვებს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG