Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ასეულობით უკრაინელმა მიაგო პატივი ნაციონალისტური მოძრაობის სადავო ლიდერის, სტეპან ბანდერას ხსოვნას


სტეპან ბანდერას ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა კიევში, 2022 წლის 1 იანვარი.

ასეულობით უკრაინელმა გამართა მსვლელობა კიევში, რათა პატივი მიეგო უკრაინის ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის, სტეპან ბანდერას ხსოვნისთვის, მისი დაბადების დღეს.

1 იანვრის მსვლელობის ფონია რუსეთის ჯარების მოზღვავება უკრაინის საზღვართან, რაც ზოგიერთისთვის ქვეყანაში შეჭრის მომასწავებელი შეიძლება იყოს.

უკრაინის ნაციონალისტური პარტიის, „მემარჯვენე სექტორის,“ ლიდერმა, ანდრი ტარასენკომ თქვა, რომ „დღეს, როცა ომი გვაქვს ოკუპანტთან ფრონტზე, ხოლო ზურგში „მეხუთე კოლონას“ ვებრძვით, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ სტეპან ბანდერას ხსოვნას“.

ბანდერას გმირად მიიჩნევს ბევრი უკრაინელი იმის გამო, რომ ის ხელმძღვანელობდა ანტისაბჭოთა, დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის „უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის“(OUN) პოლიტიკურ ფრთას.

მისი სამხედრო ფრთა, უკრაინის მეამბოხეთა არმია, მეორე მსოფლიო ომის დროს პარტიზანულ მოძრაობას განაგებდა. ბანდერას, რომელიც 1959 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ორგანიზებული თავდასხმის დროს მოკლეს მიუნხენში, ბევრი მიიჩნევს მოღალატედ, რადგან საბჭოთა ჯარებს ებრძოდა და თანამშრომლობდა ნაცისტურ გერმანიასთან. მისი სამხედრო ფრთის ნაწილები ხანდახან ნაცისტებსაც ებრძოდნენ ომის დროს და მათ ბრალად სდებენ პოლონელებზე და ებრაელებზე სისხლიან თავდასხმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG