Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია


დიდთოვლობის, უხვი ნალექისა და ყინვის გამო, საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე გადაადგილებაზე დაწესებულია შეზღუდვები. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", - აცხადებენ უწყებაში.

  • ინტენსიური თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის ხაშური აწყურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია გაუჩერებლად მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით;
  • დიდთოვლობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 20 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ86-კმ106 მონაკვეთზე) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
  • ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის პირველ 22 კილომეტრზე (კმ1-კმ22 მონაკვეთზე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მოძრაობა შეუძლია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტსაც;
  • ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე;
  • ასევე ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის თითქმის 100 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ18-კმ106), აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG