Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი


ფოტო არქივიდან: ვიქტორ სანეევი
ფოტო არქივიდან: ვიქტორ სანეევი

76 წლის ასაკში გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მძლეოსანი ვიქტორ სანეევი. ის საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად იყო აღიარებული.

ვიქტორ სანეევი 1945 წელს, სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 90-იანი წლებიდან ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში ცხოვრობდა. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG