Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა, რუსეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ბირთვული ომის დაუშვებლობაზე


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და რუსეთმა, ერთობლივი განცხადება გააკეთეს ბირთვული ომის თავიდან აცილებასა და გამალებული შეიარაღების დაუშვებლობაზე.

განცხადება გამოქვეყნებულია კრემლისა და თეთრი სახლის ვებსაიტებზე.

განცხადება გამოქვეყნდა უკრაინის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ფართო მასშტაბის სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდეს. მოსკოვი ამას უარყოფს. ამასთან, დაძაბულობის ფონზე ის გამოვიდა მოთხოვნით, უზრუნველყოფილ იქნეს რუსეთის „უსაფრთხოების გარანტიები“, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება.

როგორც ორშაბათს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი, რომლებსაც ბირთვული არსენალი მოეპოვებათ, „თავიანთ უპირველეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ ომის დაუშვებლობას ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის და სტრატეგიული რისკების შემცირებას“. განცხადებაში ასევე გამეორებულია ფორმულირება, რომელიც ჯერ კიდევ განიარაღების თაობაზე სსრკ-აშშ-ს შორის მოლაპარაკებებშია გამოყენებული - „ბირთვულ ომში არ შეიძლება იყონ გამარჯვებულები და ის არასოდეს უნდა იქნეს წამოწყებული.“ მხარეებმა ასევე აღნიშნეს გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში მიღწეული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაცვის მნიშვნელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG