საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მან ტესტი 2 იანვარს გაიკეთა.
გია ვოლსკი აქტიურად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს. მათ შორის, ის პარლამენტში იმყოფებოდა ბოლო საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე, 30 დეკემბერსაც.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 942 173 შემთხვევა. მათგან 904 903 გამოჯანმრთელების.