Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბმა აქტივისტებმა გადაკეტეს ლითიუმის შესაძლო საბადოსკენ მიმავალი გზები


3 იანვარს სერბეთის მასშტაბით რამდენიმე ადგილას ასობით მოქალაქემ გადაკეტა გზები, რათა პროტესტი გამოეხატა შემოთავაზებული ლითიუმის საბადოს გარშემო - რომელიც, აქტივისტების თქმით, გარემოს მიაყენებს ზიანს.

დემონსტრანტები უკვე კვირების განმავლობაში მართავენ რეგულარულ აქციებს და ბლოკავენ გზებს, ისინი მთავრობისგან მოითხოვენ უარი უთხრას საბადოს პროექტს.

დასავლეთ სერბეთში ლითიუმის საბადოს განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის ლითონების და საბადოების მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია, ლონდონში განთავსებული Rio Tinto. საბადოს ექნება მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალის და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა განახორციელებს ლითიუმის ადგილობრივად რაფინირების და ლითიუმის ბატარეების საწარმოების განვითარების გეგმას. როგორც ვარაუდობენ, ლითიუმზე დაფუძნებულ ელექტრომანქანებზე მოთხოვნა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან აშშ, ევროპის ქვეყნები და ჩინეთი ცდილობენ შეამცირონ ნახშიროჟანგის ემისია.

Rio Tinto აცხადებს, რომ შეასრულებს კანონებს და გარემოს დაცვის სტანდარტებს, მაგრამ ეკოლოგიის დამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ ლითიუმის საბადო გარემოს დააზიანებს. ჯერჯერობით კომპანიას მხოლოდ წინასწარი შესწავლა აქვს ჩატარებული.

"Rio Tinto-მ სერბეთი უნდა დატოვოს", - განაცხადა ალექსანდარ ჯოვანოვიჩმა, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც პროექტის მხარდამჭერია, საპროტესტო აქციებს პოლიტიკური უწოდა. მისი თქმით, ლითიუმის მოპოვება არ დაიწყება მანამ, სანამ გარემოს დაცვის შესახებ კიდევ არ ჩატარდება კვლევები.

XS
SM
MD
LG