ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტეოდორა გენჩოვსკას COVID-19 დაუდგინდა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 იანვარს განაცხადა, რომ გენჩოვსკა, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული, „სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იქნება“. განცხადებაში არაა ნათქვამი, აღენიშნება თუ არა დაავადების სიმპტომები, ან რაიმე სხვა დეტალი.
ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 5 იანვარს განაცხადა, რომ უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 6252 ახალი შემთხვევა, რაც სამჯერ და უფრო მეტია, ვიდრე წინა დღეს. 2 იანვარს ბულგარეთში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“.
დაწერეთ კომენტარი