Accessibility links

site logo site logo

სიძულვილის განკურნება: კელვინ პირსის მოგზაურობა საქართველოში


რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმი „სიძულვილის განკურნება“ მოგვითხრობს, როგორ ამარცხებს კელვინი მამის საძულვილის იდეოლოგიას საქართველოში მოგზაურობით.

კელვინ პირსმა მარიამი და მარიკა 1996 წელს იშვილა, ახლა კი საქართველოში მათთან ერთად ბრუნდება. კელვინი აყვანილი ქალიშვილების ოჯახებთან შეხვედრით და მიუსაფარი და დაავადებული ბავშვების დახმარებით ცდილობს დაუპირისპირდეს საკუთარი მამის სიძულვილის იდეოლოგიას. მამამისი ამერიკელი ნაცისტების სულიერი ლიდერი იყო. ზუსტად ერთი წლის წინ, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემზარავი კადრების ყურებისას, კელვინ პირსმა ბევრი სახიფათო მსგავსება დაინახა ნეონაცისტი მამის დაწერილ რომანთან, რომელსაც FBI "რასისტი მემარჯვენეების ბიბლიას" უწოდებს. რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმი „სიძულვილის განკურნება“ მოგვითხრობს, როგორ ამარცხებს კელვინი მამის სიძულვილის იდეოლოგიას საქართველოში მოგზაურობით.

XS
SM
MD
LG