Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურში საახალწლო დეკორაციები დააზიანეს


საახალწლო ნაძვის ხე ხაშურში.
საახალწლო ნაძვის ხე ხაშურში.

ხაშურის ცენტრალურ პარკში საახალწლო დეკორაციების ვანდალური დაზიანების შესახებ იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.

„სამწუხაროდ ქალაქის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციების ნაწილი ვანდალურად დააზიანეს. მუნიციპალიტეტის მერიამ დაზიანებული დეკორაციების დემონტაჟი განახორციელა. ადგილი, სადაც ჩვენი პატარები თოვლის ბაბუასთან, ირმებთან და ანგელოზებთან ფოტოებს იღებდნენ, ახლა ცარიელია", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მიმართავს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, გაუხანგრძლივონ პატარებს დღესასწაული და გაუფრთხილდნენ ქალაქს.

XS
SM
MD
LG