Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღარიბე, კორუფცია და ცრუ დაპირებები - რა ხდებოდა ყაზახეთის ამბოხებამდე


ალმათი, 5 იანვარი.
ალმათი, 5 იანვარი.

სასოწარკვეთილება, რომელიც სიღარიბემ და კორუფციამ მოიტანა, ყაზახეთში მასობრივ ამბოხში გადაიზარდა.

სწრაფად მზარდმა პროტესტმა ყაზახეთში კულმინაციას მიაღწია 4-დან 5 იანვრის ღამეს, როცა ათასობით ადამიანი გამოვიდა ათეულობით ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე, რათა ხმამაღლა გამოეთქვათ იმედგაცრუება, რაც უფრო ეკონომიკური ბუნებისაა.

მაგრამ რატომ გამოიწვია საწვავის გაძვირების გამო მცირე პროტესტმა მასობრივი ამბოხება, რომელსაც მთავრობის გადადგომა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა?


ამისთვის მზარდი წინაპირობები არსებობდა, მაგრამ საწვავის ფასის

მაგრამ საწვავის ფასების გაორმაგება ჟანაოზენში მხოლოდ საბაბი იყო იმ დაგროვილი იმედგაცრუებების გამოსახატავად, რასაც წლების განმავლობაში გრძნობენ ყაზახები.

გაზრდა ბოლო ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომელმაც რევოლუცია გამოიწვია ყაზახეთში. ყაზახებს ყელში ამოუვიდათ მცირე დათმობები და ოფიციალური პირების მხრიდან რეფორმების მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა.

ყაზახეთში დაძაბულობა წლების განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ათეულობით ადამიანის პროტესტი 2 იანვარს, დასავლეთის ქალაქ ჟანაოზენში მასობრივ საყოველთაო დემონსტრაციებში გადაიზრდებოდა, რომ ამას მოჰყვებოდა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და დემონსტრანტების მიერ სამთავრობო შენობებში შეჭრა და პოლიციისა და სამხედროების განიარაღება.

მაგრამ საწვავის ფასების გაორმაგება ჟანაოზენში მხოლოდ საბაბი იყო იმ დაგროვილი იმედგაცრუებების გამოსახატავად, რასაც წლების განმავლობაში გრძნობენ ყაზახები მთავრობაში კორუფციის, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური პირობების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობის ფონზე.

ყაზახეთში ხალხი უკვე საბოლოოდ დაიღალა ავტორიტარული მთავრობის მხრიდან შეუსრულებელი და მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით რეალური რეფორმების შესახებ.

2016 წლის გაზაფხულზე, მრავალი ათასმა ადამიანმა გამოთქვა პროტესტი მთელ ყაზახეთში მთავრობის მიწის პრივატიზაციის შესახებ რეფორმის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ მიწებს უცხოელები - კერძოდ კი, ჩინელები - შეისყიდდნენ.

თუმცა იყო სხვა თემებიც.

დემონსტრანტების მოთხოვნათა მზარდ ჩამონათვალში, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი იყო ვალის შემსუბუქება მათთვის, ვინც მყარი ვალუტით აიღო სესხი ცოტა ხნით ადრე, სანამ მთავრობა ეროვნული ვალუტის - ტენგეს - გაუფასურებას და მისი ღირებულების განახევრებას მოახდენდა.

ამას დაემატა მძიმე ინფლაცია, რომლის შედეგადაც 1 დოლარი 182-დან 340 ტენგე გახდა 2015 წლის ბოლოს, რაც ყველა ყაზახს შეეხო და კიდევ უფრო გაზარდა საპროტესტოდ გამოსულ ადამიანთა რიცხვი 2016 წლის გაზაფხულზე.

მთავრობამ გაიწვია მიწის შესახებ რეფორმის წინადადება, მუშაობდა ბანკებთან ვალების შესამცირებლად და გაზარდა ხელფასები და სოციალური დახმარებები.

მაგრამ ამ ცვლილებებმა მხოლოდ ნაწილობრივ გადაწყვიტა ხალხის პრობლემები.

2019 წლის მარტში ყაზახეთის პირველი და იქამდე ერთადერთი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნის მმართველობა თავის დიდი ხნის მეგობარსა და მხარდამჭერს, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს, გადააბარა

პირველი, რაც ტოყაევმა გააკეთა, იყო ის, რომ დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალა და ნურ-სულთანი დაარქვა ნაზარბაევის პატივსაცემად. მან, ასევე, ნაზარბაევის ქალიშვილი, დარიღა წარადგინა სენატის სპიკერად, ქვეყნის მეორე უმაღლეს თანამდებობაზე.

ამ ნაბიჯებმა ბევრი ყაზახი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ნაზარბაევის ოჯახის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდი მართლა დასრულდა, გააბრაზა და უბიძგა პროტესტისკენ დედაქალაქის ახალი სახელისა და დარიღას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო.

საპროტესტო გამოსვლები კვლავაც გრძელდებოდა 2019 წლის 9 ივნისის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის მერეც, როცა ხალხი კვლავ გამოხატავდა იმედგაცრუებას ხელისუფლების ორკესტრირებულ გამოცვლასთან დაკავშირებით, რომელშიც მათ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.


მიუხედავად იმისა, რომ ტოყაევი ცვლილებების შესახებ დაპირებებს იძლეოდა, ნაზარბაევი კვლავაც მთავარ ძალად რჩებოდა ყაზახეთის პოლიტიკაში თავის ახალ, ძლევამოსილ როლში, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი.

მთავარი ალბათ ის არის, რომ ტოყაევის მხრიდან რეფორმის გატარების ნებისმიერი მცდელობა მუდმივად არ შეესაბამებოდა ხალხის მოლოდინს.
კორონავირუსის პანდემიის აფეთქებამ ხელისუფლებას მიზეზი მისცა, აეკრძალა ხალხისთვის დემონსტრაციებზე გასვლა.

მაგრამ საპროტესტო გამოსვლები მაინც მიმდინარეობდა მაჟილისის - ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის - 2021 წლის 10 იანვრის არჩევნებამდე და მის მერეც. ამ არადემოკრატიული არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ხელისუფლების მომხრე პარტიებმა მოიპოვეს ადგილები ხმის მიცემისას, რომელშიც ოპოზიციური პარტიები უმეტესად არც მონაწილეობდნენ.

ამ დადგმული არჩევნებით ხალხის იმედგაცრუებას ის ფაქტიც ემატებოდა, რომ ყაზახ ხალხს არ შეუძლია სენატის წევრებისთვის ხმის მიცემა.

დაახლოებით ამ დროს შემოვიდა ყაზახეთის ლექსიკონში ტერმინი "კეტლინგი" ("kettling"), როცა პოლიციელები სულ უფრო ხშირად იყენებდნენ დემონსტანტების გარშემო ალყის შემორტყმის ტაქტიკას და არავის აძლევდნენ საშუალებას, ან შესულიყვნენ, ან დაეტოვებინათ ალყაშემორტყმული არეალი, რა მიზეზითაც უნდა ყოფილიყო ეს - ხანდახან მრავალი საათის განმავლობაში - რაც დემონსტრანტების დასაქსაქსად კეთდებოდა.

მიღებულ იქნა ახალი კანონი საჯარო გამოსვლების შესახებ, რომელმაც არანაირად არ გაამართლა მოლოდინი, რადგან ის ავალდებულებდა მომიტინგეებს, წინასწარ აეღოთ ნებართვა ხელისუფლებისგან ნებისმიერი თავყრილობის შესახებ. ეს ნებართვა კი თითქმის არასოდეს გაიცემოდა იმ ჯგუფებზე, რომლებიც საპროტესტო გამოსვლას სამთავრობო პოლიტიკის წინააღმდეგ გეგმავდნენ.

ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ აქტივისტებისა და მიტინგების ორგანიზატორების მიმართ პრევენციული რეიდების მოწყობა დაიწყო. ის აკავებდა ხალხს რამდენიმე დღით ადრე დემონსტრაციებამდე, რომელთა ორგანიზება სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა და ცრუ ბრალდებით ჰყავდა გამომწყვდეული მანამ, სანამ მიტინგები დამთავრდებოდა.

ამ დროს კი, არცერთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებდა, ბოლომდე არ გადაწყვეტილა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სოციალური დახმარებები გაიზარდა, ხალხი ბოლომდე ვერ იღებდა იმას, რასაც მოითხოვდა.

2021 წელს ფასები თითქმის ყველაფერზე გაიზარდა, რამაც ბოლო 20 წლის განმავლობაში მუშების ყველაზე მრავალრიცხოვანი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია ყაზახეთში.

გაფიცულების მოთხოვნებთან დაკავშირებით მცირე დათმობებზე მიდიოდნენ, მაგრამ ისინი ამით არ კმაყოფილდებოდნენ და ხშირად კვლავ იფიცებოდნენ.
როცა ნაზარბაევი გადადგა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ყაზახეთში დაიწყებოდა ახალი ეპოქა, ხალხი პოლიტიკაში დიდ როლს შეასრულებდა და მათი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა.

მაგრამ თითქმის სამი წლის შემდეგაც, ტოყაევის მმართველობის ქვეშ, მსგავსი არაფერი მომხდარა და ამის შედეგია იმედგაცრუებული მოსახლეობის მხრიდან დღევანდელი მასობრივი პროტესტი.
ბევრი ადამიანისთვის კვლავაც ძნელია, როგორღაც გაიტანოს თავი უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსის მქონე ქვეყანაში, და მაშინ, როცა ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ, სულ უფრო და უფრო მეტი ფაქტი ხდება ცნობილი ნაზარბაევის ოჯახის და მეგობრების წარმოუდგენელი სიმდიდრისა და ფუფუნების შესახებ.

ელიტა კვლავაც ცდილობს, არ დაუშვას ხალხის ჩართვა პოლიტიკური ორგანოების მუშაობაში. არაერთი ოპოზიციური ჯგუფი შეეცადა ახალი პარტიების რეგისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ.
იყო შემთხვევა, როგორც ჰყვებიან, რომ ჟანაოზენში, სადაც ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მთავრობის მიერ დემონსტრანტებთან გაგზავნილი ოფიციალური პირები ხალხმა გაყარა. 2021 წელს, სანავთობო მრეწველობის მუშების გაფიცვის მონაწილეებთან მივიდნენ მთავრობის მომხრე პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მათ მიმართეს, თქვენი არჩეული დეპუტატები ვართო. მუშებმა მიუგეს, თქვენ თანამდებობებზე დაგსხეს, ხალხს არ აურჩევიხართო.


და ასეთი განწყობა, ჩანს, მთელ ყაზახეთს მოედო.

მოწოდება ყაზახურ ენაზე, შალ კეტ“ - „მოხუცო, წადი!“ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გაისმოდა ყაზახეთში. და თუ ის ადრე, ნაზარბაევის ხელისუფლებაში ყოფნის 28 წლის განმავლობაში, პირადად მას ეხებოდა, ახლა მიმართულია მართვის მკაცრი სისტემისკენ, რომელიც ნაზარბაევმა დატოვა და რომელიც მისი ოფიციალური არყოფნისას მოქმედებს.


ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლები, ყაზახეთისთვის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, მთავრობის მიმართ მასობრივი უნდობლობის გამოხატულებაა.

და ჩანს, რომ ნახევრად დაპირებები და ნაწილობრივი დათმობები, რომლებზეც მოხელეები მიდიან ყაზახი ხალხის მიმართ, არ იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG