Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა პოლონეთის დროებითი რწმუნებული გამოიძახა დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით


პოლონეთმა განაცხადა, რომ ბელარუსმა გამოიძახა პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მინსკში, რათა ეცნობებინა ვარშავისთვის პოლონელი დიპლომატის გაძევების შესახებ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დროებითი რწმუნებული გამოძახებული იქნა პოლონეთის კონსულის გაძევების საქმესთან დაკავშირებით", - ნათქვამია პრესმდივნის, ლუკაშ იასინას 5 იანვრის განცხადებაში.

იასინამ განაცხადა, რომ გაძევებული დიპლომატი პოლონეთის კონსულია საზღვრისპირა ქალაქ ბრესტში. პრესმდივანმა დასძინა, რომ "მიმდინარეობს ქმედებები მოცემული ინფორმაციის შესამოწმებლად და ვითარების გასარკვევად".

ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ამას დაუყოვნებელი კომენტარი არ მოჰყოლია. დაძაბულობა ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის გაიზარდა მიგრაციული კრიზისის გამო, რომელიც, როგორც ევროპის კავშირი და პოლონეთი ამბობენ, ბელარუსის მიერ იქნა მომზადებული - დასავლეთის მხრიდან ალექსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული მთავრობის წინააღმდეგ სანქციების საპასუხოდ. ბელარუსმა ეს ბრალდება უარყო.

XS
SM
MD
LG