Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ დააყადაღა ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოს, საკუთრება სახელმწიფოს ღალატში მისი დადანაშაულების შემდეგ


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერი, პეტრო პოროშენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერი, პეტრო პოროშენკო

უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, კუთვნილი ქონება გაყინა ოფიციალური გამოძიების ჩარჩოებში, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სავარაუდო სახელმწიფო ღალატის შესახებ.

ბრალდებას პოროშენკო უარყოფს.

სასამართლომ გადაწყვიტა, დააყადაღოს ეჭმიტანილის ქონება, რომელსაც ის საკუთრების უფლების საფუძველზე ფლობს", ნათქვამია გენერალური პროკურატურის 6 იანვრის განცხადებაში. სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ პოროშენკოს საქმეს სახელმწიფო ღალატის შესახებ ოფიციალურად იძიებენ და მას სამთავრებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების "ქმედებებისთვის ხელის შეწყობაში" ადანაშაულებდა კონფლიქტში, რომელიც 2014 წლის აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.

კონფლიქტს, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის მიდინარეობს, 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

პოროშენკომ ბრალდებები უარყო და უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მან "წითელი ხაზი გადაკვეთა", როცა სახელმწიფოს ყოფილი მეთაური სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. გასულ თვეში პროკურორებმა სთხოვეს უკრაინის სასამართლოს, დაეპატიმრებინა პოროშენკო უფლებით, გირაოს სახით გადაეხადა 1 მილიარდი ჰრივნა (37 მილიონი დოლარი).

პოროშენკო დეკემბრის მერე უკრაინაში არ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია. პოლიტიკოსს, რომელიც ახლა კანონმდებელია და ოპოზიციური პარტიის - "ევროპული სოლიდარობის" - ლიდერი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მან განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებას 17 იანვრისთვის აპირებს. პოროშენკოს მოკავშირეები თვლიან, რომ საკუთრების დაყადაღება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი შურისძიების შედეგი იყო. ზელენსკიმ პოროშენკო პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა მისი დამარცხების შემდეგ 2019 წლის არჩევნებში.

XS
SM
MD
LG