Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს ესტუმრება


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, განაცხადა თავისი ვიზიტის შესახებ კიევში ამ თვის ბოლოს და ხაზი გაუსვა ლონდონის "ურყევ" მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის უწყვეტი აგრესიის ფონზე მისი პოსტ-საბჭოთა მეზობლის წინააღმდეგ.

პარლამენტისადმი 6 იანვრის მიმართვაში ტრასმა უკრაინას უმთავრესი პრიორიტეტი უწოდა და გაფრთხილება გამოთქვა ნებისმიერი დათმობების წინააღმდეგ რუსეთთან, რომელმაც, ცნობების თანახმად, ათობით ათას სამხედროს მოუყარა თავი მის დასავლეთ საზღვართან.

რუსეთი აგრესორს წარმოადგენს უკრაინასთან მიმართებაში, განაცხადა მან და ბრიტანეთი "უკვე მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან შესაძლო დამატებით სანქციებზე, რომლებიც მოიცავს ძლიერი ზემოქმედების ზომებს, მიმართულს რუსული ფინანსური სექტორისა და ფიზიკური პირების" წინააღმდეგ რუსეთის მიერ შემდგომი შეჭრის შემთხვევაში.

რუსეთის ოფიციალური პირები უარყოფენ თავიანთ მონაწილეობას უკრაინის კონფლიქტში, ამის მტკიცებულებების მიუხედავად, და ბოლო ხანს დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულეს მუქარის შემცველ მოქმედებებში შავ ზღვასა და უკრაინის გარშემო მდებარე სხვა რეგიონებში.

ტრასს არ უთქვამს, უშუალოდ როდის გაემგზავრება კიევში, სადაც უკრაინის ლიდერებმა ითხოვეს უფრო მეტი პოლიტიკური და მატერიალური დახმარება რუსეთის მხრიდან საფრთხის თავიდან ასარიდებლად. მან განაცხადა, რომ რუსეთს ერთადერთი გზა აქვს წინ, და ეს არის მისი დეესკალაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG