Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ხერხეულიძე: გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე, 2012 წელი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძე, 2012 წელი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია.

გიგი კალანდაძე 19 დეკემბერს ბერლინის აეროპორტში დააკავეს, როცა ის მეუღლესთან ერთად გერმანიიდან უკრაინაში ბრუნდებოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 დეკემბერს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე გერმანიაში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს და იქვე გამოითქვა იმედი, რომ პროცესი საქართველოში მისი ექსტრადიციით დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG