Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ბოლო ერთი თვის პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 45 006 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 234 შემთხვევა. ეს 7 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 1 727-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი, 2 249 თბილისშია.

7 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 9.41%;
  • ბოლო 7 დღის - 8.17%;
  • ბოლო 14 დღის - 6.61%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 953 410 შემთხვევა. მათგან 910 540 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 128 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG