Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია "ომიკრონის" კიდევ 265 შემთხვევა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 7 იანვარს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 600 შემთხვევა.

5 იანვრის მდგომარეობით, „ომიკრონით“ ინფიცირებული იყო 335. შესაბამისად, ერთ დღეში გამოვლენილია 265 ახალი შემთხვევა.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ამ კვირაში განაცხადა, რომ იანვარში "ომიკრონის" შემთხვევების სერიოზული მატება იქნება და ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის.

XS
SM
MD
LG