საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 34 000 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3842 შემთხვევა. 777-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
8 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 11,3%;
- ბოლო 7 დღის - 9,17%;
- ბოლო 14 დღის - 7,45%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 218 საიდანაც:
- 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში;
- მძიმე პაციენტია 1 089 პირი;
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი;
- 1493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
- 27 307 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 959 874 შემთხვევა. მათგან 912 443 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 187 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი