Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 816 შემთხვევა.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG