საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 57 546 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 486 შემთხვევა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 486 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 2 985 თბილისშია. რეგიონებიდან ყველაზე მეტი, 569 ახალი შემთხვევა აჭარაშია.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ 24 საათში 2 893-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
11 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.53%;
- ბოლო 7 დღის - 9.63%;
- ბოლო 14 დღის - 8.1%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 968 313 შემთხვევა. მათგან 916 421 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 264 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი