Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 950-ს გადააჭარბა "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 11 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 951 შემთხვევა. 10 იანვრის მონაცემებით, ეს რიცხვი 816 იყო.

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რეალურად, "ომიკრონის" შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებულზე 3-4-ჯერ მეტია. კორონავირუსის ამ შტამის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ტესტით, ან ლაბორატორიული კვლევით, რაც ყველა შემთხვევაში არ ტარდება.

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის "დელტა" სახეობასთან შედარებით "ომიკრონი" ნაკლებად მძიმეა, განსაკუთრებით ვაქცინირებულებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მსუბუქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ორგანიზაციის თანახმად, წინა ვარიანტების მსგავსად, "ომიკრონი" იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG