Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გაიმართა ნორმანდიული ფორმატის შეხვედრა შემდგომი სამიტის მომზადების მიზნით


გერმანიის, უკრაინისა და საფრანგეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების ლიდერების მრჩევლები გააქტიურებენ კონტაქტებს ნორმანდიული ფორმატის მოდიფიკაციისა და ლიდერთა მომდევნო სამიტის მოსამზადებლად.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა მსჯელობა კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხების მრჩევლების, იენს პლეტნერი და ემანუელ ბონის მონაწილეობით.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ნორმანდიული ფორმატში უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევას, რაც პარიზის 2019 წლის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზებისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს დონბასში სტაბილური მშვიდობის მიღწევა.

„კონფლიქტის დასრულებაზე არსებითი მოლაპარაკების დროა და ჩვენ მზად ვართ საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ოთხი ქვეყნის ლიდერების ახალი სამიტის დროს“, - განაცხადა მან კიევში, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მრჩევლებთან მოლაპარაკებას უძღვებოდა. დაადასტურა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარ კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოწესრიგებისადმი უკრაინული მხარის ურყევი ერთგულება.


აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG