Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს პორფირის COVID-19 დაუდგინდა


სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, პორფირის, COVID-19 დაუდგინდა. ქვეყანაში საახალწლო და საშობაო დღესასწაულების შემდეგ სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ინფექცია. ვირუსის საწინააღმდეგო წესების შემსუბუქების პირობებში იმართებოდა დიდი კონცერტები ღია ცის ქვეშ.

60 წლის პორფირი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ნოემბერში COVID-19-ით გარდაიცვალა მისი წინამორბედი, პატრიარქი ირინეოსი, რომელიც 90 წლის იყო.

პორფირის „ვირუსული ინფექციის ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს... მას სახლში უმკურნალებენ,“ განაცხადა 11 იანვარს მისმა კანცელარიამ და დასძინა, რომ პატრიარქი უპრობლემოდ ასრულებს ადმინისტრაციულ მოვალეობებს.

9 იანვარს პორფირი ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალ რეპუბლიკა სრპსკაში დაესწრო მასობრივ წირვას, რომელში მონაწილეთაგან ცოტას ეკეთა ნიღაბი.

პორფირი შარშანაც იყო თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ მღვდელთან ჰქონდა კონტაქტი.

სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 12 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს - ძირითადად სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნიაში.

სერბეთში, რომლის მოსახლეობა 7 მილიონს შეადგენს, დღეის მონაცემებით 1 359 544 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსის ინფექცია. გარდაცვლილია 12 936. 10 იანვარს ქვეყანაში COVID-19-ით დაავადების თითქმის 9000 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

XS
SM
MD
LG