Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIT: რუსეთმა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაისროლა ასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა


უკანასკნელი კვირის განმავლობაში რუსეთმა ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთის რეგიონებისკენ გადაისროლა ასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რეაქტიული სისტემები „გრადი“ და „ურაგანი“, იტყობინება ანალიტიკური პროექტი Conflict Intelligence Team-ი, რომელმაც სოცქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოები შეისწავლა.

ანალიტიკოსთა მონაცემებით, ტექნიკა იგზავნება ბურიატიიდან, იმიერბაიკალის მხარიდან, ამურის ოლქიდან, ასევე პრიმორიეს მხარიდან. მათი ინფორმაციით, შეიარაღება დიდი ალბათობით ეკუთვნის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ოთხ არმიას.

„ძალების ასეთი ფართო მასშტაბის ამოქმედება შეუძლებელია აიხსნას ადგილობრივი სწავლებებით. ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ ტექნიკა შეუერთდება უკრაინის საზღვარზე განლაგებულ ძალებს,“ მიაჩნიათ Conflict Intelligence Team-ში. მათი თქმით, ტექნიკასთან ერთად მიმდინარეობს ასევე სამხედრო მოსამსახურეთა გადასროლა.

სამხედრო ტექნიკის გადასროლის ფოინია რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკებები რუსეთის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ასევე უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარების თავმოყრა.

11 იანვარს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ამ რაიონში სამხედრო სწავლება გამოაცხადა სამი ათასი ჯარისკაცისა და სამასი ერთეული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით. დასავლეთი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში ფართო მასშტაბის სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG