მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 13 იანვარს ჩართეს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველი რაუნდის კენჭისყრაში, თუმცა ბუნდოვანება რჩება მის სავიზო სტატუსთან დაკავშირებით.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა 13 იანვარს თქვა, რომ მისმა მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტოს გაუუქმებს თუ არა ვიზას ჯოკოვიჩს, იმ შეშფოთების ფონზე, რომელსაც იწვევს მისთვის სამედიცინო გამონაკლისის დაშვება ავსტრალიაში მოქმედი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნებიდან.
შეჯიბრის ორგაზატორმა ორგანიზაციამ, Tennis Australia-მ, ერთი საათით გადადო ოფიციალური კენჭისყრა, ისე, რომ ახსნა-განმარტება არ გაუცია. თუმცა, მორისონმა კანბერაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის ადრიკდელი განცხადება, რომ ის სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებაზე ფიქრობს, "არ შეცვლილა".
10 იანვარს ავსტრალიელმა მოსამართლემ ჯოკოვიჩს აღუდგინა ვიზა, რომელიც მას წინა კვირაში გაუუქმეს, რადგან განაცხადეს, რომ აუცრელმა სპორტსმენმა დაარღვია ავსტრალიის მკაცრი წესები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ჰოუკი ამბობს, რომ განიხილავს თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილების გამოყენებას საიმისოდ, რომ ჯოკოვიჩი სხვა კანონის საფუძველზე იქნეს დეპორტირებული.