Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: დასავლეთმა შესაძლოა უკრაინის კრიზისი გამოიყენოს მის გარშემო ძალების განთავსებისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 14 იანვარს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოსკოვს აქვს საფუძველი ივარაუდოს - აშშ-მა და ნატომ შესაძლოა მომავალ თვეებში რუსეთის გარშემო ძალების განთავსება დაიწყონ, და ამის საბაბად გამოიყენონ უკრაინასთან დაკავშირებული დაძაბულობა.

ლავროვის თქმით, რუსეთს სურდა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობა ურთიერთპატივისცემით და ინტერესების დაბალანსებით გადაწყვეტილიყო. მოსკოვს რამდენიმე გზა აქვს საპასუხოდ, თუკი დასავლეთი უგულებელყოფს რუსეთის მხრიდან წამოყენებულ წინადადებებს უსაფრთხოების სფეროში, ნატოს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით - აცხადებს ლავროვი.

მისი თქმით, რუსეთი მუდმივად ვერ დაელოდება აშშ-ის და ნატოს პასუხს მის მოთხოვნებზე. მოსკოვს სურს ახსნა-განმარტება მიიღოს იმაზე, თუ მისი რომელი მოთხოვნა მუშაობს და რომელი არა, და მნიშვნელოვანია, რომ ეს განმარტება დაწერილი იყოს - აცხადებს ლავროვი. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილების მიღება ამგვარი წერილობითი პასუხის და დასავლეთისგან წამოყენებული, საპასუხო წინადადებების მიღების შემდეგ შეეძლება - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიმდინარე კვირაში სამი შეხვედრა გაიმართა უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული კრიზისის და რუსეთის უსაფრთხოების წინადადებების გარშემო - რუსეთის დიპლომატები შეხვდნენ აშშ-ის, ნატოს და ეუთოს წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG