Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიამ ჯოკოვიჩის ვიზა მეორედ გააუქმა, მისი აუცრელობის გამო


ავსტრალიამ კიდევ ერთხელ გააუქმა მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზა, რითიც, შესაძლოა, დასრულდა სერბი სპორტსმენის იმედი მელბურნში, "გრანდ სლემის" შეჯიბრში დაეცვა თავისი სტატუსი. უთანხმოება ეხება საკითხს, მიეცემა თუ არა ჩოგბურთის ვარსკვლავს უფლება ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს, COVID-19-ის წინააღმდეგ აუცრელობის მიუხედავად.

იმიგრაციის მინისტრი, ალექს ჰოუკი 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ სავიზო საკითხებთან დაკავშირებული თავისი უფლებამოსილება გამოიყენა ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმებისთვის "ჯანდაცვის და მართლწესრიგის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნაბიჯი საჯარო ინტერესში იყო".

ჯოკოვიჩს ან მის იურისტთა გუნდს ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუკეთებიათ. სპორტსმენი იმედოვნებდა, რომ "გრანდ სლემის" შეჯიბრზე სარეკორდო, 21-ე ტიტულს მოიპოვებდა. ჯერჯერობით ბუნდოვანია ჯოკოვიჩს ხელახლა თუ დააკავებენ. იურისტების თქმით, ის შეძლებს მოითხოვოს დროებითი ვიზა, სანამ მისი საქმე სასამართლოში იქნება განხილვისთვის - რაც მას საშუალებას მისცემს თავისუფალი იყოს და შეჯიბრში მონაწილეობა მიიღოს.

10 იანვარს ავსტრალიელმა მოსამართლემ ჯოკოვიჩს აღუდგინა ვიზა, რომელიც პირველად მას წინა კვირაში გაუუქმეს, რადგან განაცხადეს, რომ აუცრელმა სპორტსმენმა დაარღვია ავსტრალიის მკაცრი წესები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ჰოუკი ამბობდა, რომ განიხილავდა თავისი აღმასრულებელი უფლებამოსილების გამოყენებას საიმისოდ, რომ ჯოკოვიჩი სხვა კანონის საფუძველზე ყოფილიყო დეპორტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG