Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე დასავლეთისგან პასუხს რუსეთი „ერთ კვირაში“ ელოდება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებული წინადადებებზე პასუხს დასავლელი პარტნიორები მოსკოვს ერთი კვირის განმავლობაში დაჰპირდნენ.


„ჩვენ დაველოდებით მათ წინადადებებს. ჩვენ მის მოცემას პლუს-მინუს ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში დაგვპირდნენ. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები და პირველ ყოვლისა ამერიკელები, რომ ეს არ არის მენიუ, არამედ პაკეტი. ეს ზუსტად ისეთივე პაკეტია კავშირების არჩევის თავისუფლებაზე, რომლის თაობაზე ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ამ ელემენტის ამოგლეჯა არ შეიძლება უმაღლეს დონეზე მოწონებული ფორმულიდან, რომელიც შეეხება უსაფრთხოების განუყოფლობას და იმას, რომ დაუშვებელია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 14 იანვარს მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელზე უსაფრთხოების საკითხების გარშემო ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა.

მოსკოვს სურს ახსნა-განმარტება მიიღოს იმაზე, თუ მისი რომელი მოთხოვნა მუშაობს და რომელი არა, და მნიშვნელოვანია, რომ ეს განმარტება დაწერილი იყოს - აცხადებს ლავროვი. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილების მიღება ამგვარი წერილობითი პასუხის და დასავლეთისგან წამოყენებული, საპასუხო წინადადებების მიღების შემდეგ შეეძლება - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვის კომენტარების ფონია წინა დღით თეთრი სახლის მიერ გავრცელებული გაფრთხილება, რუსეთის მოსალოდნელ ფართომასშტაბიან სამხედრო შეჭრაზე უკრაინაში, რომლის საზღვრებთან თავმოყრილილია რუსეთის 100 000 ჯარისკაცი და დიდძალი ტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG