განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე მოსკოვში საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოტექნიკური ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი, ანდრეი კობანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
სააგენტო რია-ნოვოსტის ცნობით, კობანი საგამოძიებო იზოლატორში 2021 წლის ნოემბრიდან იმყოფება. მაგრამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2022 წლის 14 იანვარს, როდესაც საგარნიზონო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა პატიმრობის ვადის 20 აპრილამდე გაგრძელების თაობაზე.
გამოძიების ვერსიით, კობანმა დაახლოებით 5 მილიონი რუსული რუბლის ოდენობის ქრთამი რადიოტექნიკის ნიჟეგოროდსკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორისგან მიიღო.
თავად ანდრეი კობანმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კოროფუციაში დადანაშაულების შემდეგ იგი გაათავისუფლეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოტექნიკური ძალების სარდლის თანამდებობიდან, რომელზეც იგი 2013 წლიდან იმყოფებოდა.