Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმათიში საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 7- დაკარგულად ითვლება


ალმათიში გრძელდება მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაკავებები მას შემდეგ, რახ ყაზახეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შემოღებით შეძლო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა ყაზახეთში 2159 ადამიანი დააკავეს. ალმათის კომენდატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არია „უკანონო აქციების მონაწილეები, მაროდიორები და სხვა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები“.

დაკავებულებისგან ამოიღეს 67 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3112 საბრძოლო მასალა. მიუხედავად ქალაქში ვითარების დამშვიდებისა, ალმათიში კვავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და კომენდანტის საათი. გრძელდება მასობრივი დაკავებები. 11 იანვარს ალმათის კომენდატურის ცნობით ქალაქში ერთ დღეში დააკავეს 1,2 ათასზე მეტი ადამიანი, 12 იანვარს კი დაახლოებით - 1,7ათასი. ხუთშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ალმათიში დააკავეს კიდევ დააახლოებთ 2000 ადამიანი.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერ კიდევ ითვლება 7 ადამიანი.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუ რადენი ადამიანი დაიღუპა მასობრივი არეულობების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს.

ყაზახეთის ხელისუფლებასთან აფილირებული ერთ-ერთი ტელეგრამის-არხის 10 იანვრის ცნობის თანახმად არეულობას ემსხვერპლა დაახლოებით 164 სამოქალაქო პირი, მაგრამ ეს ცნობა მალევე უარყო ჯანდაცვის სამინისტრომ და არასწორი მონაცემის გავრცელება ტექნიკური უზუსტობით ახსნა.

XS
SM
MD
LG