Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ ითამაშებს ავსტრალიის ღია ჩემპიონატში


ჩოგბურთის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წააგო ავსტრალიაში დარჩენის მიზნით ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო სარჩელი, რის გამოც შესაძლებლია მისი დეპორტაცია მოხდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებსს.

ფედერალურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება არავაქცინირებული სერბი ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ.

ავსტრალიის მთავრობა ამტკიცებდა, რომ 34 წლის სპორტსმენი საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ორშაბათს, 17 იანვთარს უნდა გამოსულდიყო კორტზე.

16 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე ჯოკოვიჩის დაცვა უშედეგოდ ამტკიცებდა, რომ მთავრობის მიერ დასახელებული მიზეზი "არასწორი, ალოგიკური და არაგონივრული" იყო.

სერბ ჩოგბურთელს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. საიმიგრაციო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG