Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს


37 წლის ნონა ჭ. 15 იანვარს გარდაცვლილი ნახეს იმ ბინაში, სადაც ის 3 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა.

თავდაპირველი ვერსიით ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სახლში ბუნებრივი აირის დაგროვება, თუმცა მას შემდეგ რაც გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, გამთენიისას ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მისი ყოფილი მეუღლე, 38 წლის მამაკაცი.

თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი ნახეს, გახსნილი იყო გაზქურის ონკანი.

ქალის მეზობლების ვერსიით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ბავშვები სახლიდან წაიყვანა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბუნებრივი აირი გაუშვა.

ქალის მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი მეუღლეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა და ცალკე ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვაალისწინებს.

ნონა ჭაბაშვილი წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG