Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბეჭდური მედიისთვის ამოქმედდა ენის სახელმწიფო კანონი


16 იანვარს უკრაინაში ამოქმედდა ენის სახელმწიფო კანონი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამომავალი ბეჭდური გამოცემებისგან მოითხოვს ისინი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, უკრაინულად იყოს დაბეჭდილი - რაც წარმოადგენს ნაწილს ძალისხმევისა საჯარო სივრცეში შეიზღუდოს რუსული ენის გამოყენება.

კანონი, რომელიც პირველად 2019 წელს შემოიღეს, არ კრძალავს რუსულენოვან გამოცემებს, თუმცა განსაზღვრავს, რომ პარალელურად უნდა დაიბეჭდოს იმავე მასშტაბის და ტირაჟის უკრაინული ვერსიები. ამ გადაწყვეტილებას არ მიიჩნევენ მომგებიანად გამომცემელთათვის, რომლებიც ბეჭდური მედიისთვის ისედაც შემცირებულ ბაზარზე მოქმედებენ.

ცვლილება, რომლის ფონია დაძაბულობის ესკალაცია უკრაინასა და რუსეთს შორის, ეფუძნება ენის საკამათო კანონს, რომელიც შემოიღეს 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ხელისუფლებას ტოვებს. კანონს პოროშენკომ მოაწერა ხელი, ცოტა ხნით ადრე, სანამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდებოდა, და მას შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი პროცესი ხორციელდებოდა.

კანონის მომხრეები აცხადებენ, რომ ის გააძლიერებს ეროვნული იდენტობის განცდას, კრიტიკოსები კი თვლიან, რომ ეს კანონი გამოიწვევს ქვეყნის მკვიდრი რუსულენოვანი მოსახლეობის გაუცხოებას.

კანონის თანახმად, მაისის შუა რიცხვებიდან უკრაინაში რეგისტრირებულმა საინფორმაციო ვებსაიტებმა სულ მცირე სტატიების ეკვივალენტური უკრაინული ვერსიები უნდა გამოაქვეყნონ, და საიტზე პირველ რიგში უკრაინული მასალები უნდა გაიხსნას. რეგიონულ მედიას უკრაინული ენის შესახებ მოთხოვნები 2024 წლის ივლისიდან შეეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG