Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასის სინაგოგაში დასრულდა მძევალთა კრიზისი, მსხვერპლი არ არის


ტეხასის შტატში მდებარე სინაგოგიდან ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება მოხერხდა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დაძაბული მოლაპარაკება აწარმოეს კაცთან, რომელიც, მედიით გავრცელებული ცნობების თანახმად, მოითხოვდა ალ-ყაიდასთან კავშირის ქონის ეჭვის საფუძველზე დაპატიმრებული პაკისტანელი ქალის გათავისუფლებას.

ქალაქ კოლივილის სინაგოგაში კრიზისის დასრულების შესახებ გამოაცხადა ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა, და თქვა, რომ ოთხივე მძევალი "ცოცხალია და უსაფრთხოდაა". კოლივილის პოლიციის შეფმა, მაიკლ მილერმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მძევლების ამყვანი პირი მკვდარია.

პოლიციამ უპასუხა გამოძახებებს, რომელიც დილის 10:40 საათიდან დაიწყო, ფეისბუკზე რეალურ დროში გადაცემული, სინაგოგაში მიმდინარე შაბათის მსახურებიდან. მედიის თანახმად, ვიდეოში ისმოდა კაცის ხმა, რომელიც მოითხოვდა პაკისტანელი ნეირომეცნიერის, ააფია სიდიყის გათავისუფლებას. სიდიყის 2010 წელს მიუსაჯეს პატიმრობა, ავღანეთში დაკავებისას აშშ-ის სამხედრო ოფიცრების მკვლელობის მცდელობის საფუძველზე, ის ტეხასის ფედერალურ ციხეშია და 86 წლით აქვს აღკვეთილი თავისუფლება.

FBI ინციდენტის სიდიყისთან კავშირზე განცხადებას არ აკეთებს და ამის მიზეზად ასახელებს მიმდინარე გამოძიებას. როგორც FBI-ს წარმომადგენელმა, მეტ დესარნომ პრესკონფერენციაზე თქვა, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მძევლების ამყვან პირს კავშირი ჰქონდა უფრო ფართო გეგმასთან, თუმცა გამოძიებას, რომელსაც სააგენტო აწარმოებს, "გლობალური მასშტაბი ექნება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG