სერბეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა მნიშვნელოვანი გზატკეცილი და სხვა გზები დაბლოკეს მორიგი აქციის ფარგლებში, რომლებიც იმართება ლითიუმის საბადოს განვითარების გეგმის წინააღმდეგ.
15 იანვარს ასობით პირმა საათზე მეტი დროით დაბლოკა ბელგრადის მთავარი, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილი და სხვა გზები. იყო ცნობები მცირე ინციდენტებზე, როცა გაღიზიანებული მძღოლები ცდილობდნენ ხალხის მასაში გავლას.
გარემოს დამცველებს სურთ მთავრობამ შეაჩეროს ლითიუმის მოპოვება დასავლეთ სერბეთში და აცხადებენ, რომ დემონტრაციებს თავიანთი მოთხოვნების შესრულებამდე გამართავენ. დასავლეთ სერბეთში ლითიუმის საბადოს განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის ლითონების და საბადოების მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანია, ლონდონში განთავსებული Rio Tinto, და სერბ გარემოს დამცველებს სურთ ეს კომპანია გაძევებულ იქნას ქვეყნიდან.
რამდენიმე კვირის წინ მსგავს დემონსტრაციებს შეუერთდა ათასობით პირი, რამაც მთავრობა აიძულა გაეუქმებინა ორი კანონი, რომლებიც, აქტივისტების თქმით, საბადოების პროექტების დაჩქარებისთვის იყო შექმნილი.
Rio Tinto-ის ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი საინჟინრო სამუშაოები აქვს შესრულებული ლითიუმის დაგეგმილი საბადოსთვის, თუმცა გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ საბადო გააჩანაგებს გლეხების მიწებს, დააბინძურებს წყლებს და იმ არეალის მთელ ეკოსისტემას. გარემოს დამცველები მოითხოვენ საბადოს პროექტი სრულად გაუქმდეს.
დაწერეთ კომენტარი