Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გორგაძის მეოთხე გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე


2022 წლის იანვრის პირველ, ჰაცუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს (ნაკაბი) აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, ტერუცუიოში დაამარცხა იორიკირის ილეთის გამოყენებით.

ეს იყო ლევან გორგაძის ზედიზედ მეორე და რიგით მეოთხე გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე.

ქართველ სუმოისტს ტუირნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება, რათა რანგით დაბალ დივიზიონში არ დაქვეითდეს.

ტოჩინოშინს ახლა თანაბარი ბალანსი აქვს: ოთხი გამარჯვება და ოთხი მარცხი.

ლევან გორგაძე ხვალ, 17 იანვარს შეხვდება მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკას, რომელიც 8 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ში დამარცხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG