Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ პირველად მოიპოვა მსოფლიოს თასის ოქროს მედალი


სანდრო ბაზაძე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე ჩემპიონი გახდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების ლიდერი შეჯიბრებაში ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაება, რუს ოლეგ პეტროვსკისთან შეხვედრით. ბაზაძემ მეტოქეს ანგარიშით 15:8 მოუგო. შემდეგ, ფინალის გზაზე დაამარცხა უნგრელი შანად გემეში (15:10), სამხრეთკორეელი ჯუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10) და ფრანგი ბოლად აპიტი (15:10). საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ რუს მოწინააღმდეგეს - კამილ იბრაგიმოვს აჯობა (15:8).

სანდრო ბაზაძეს აქამდე მსოფლიოს თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG