Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა


უკრაინამ 16 იანვარს რუსეთს დასდო ბრალი კიბერშეტევაში, რომლის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის სამთავრობო ვებსაიტები - და დასძინა, რომ მოსკოვი უფრო და უფრო ინტენსიურ "ჰიბრიდულ ომს" აწარმოებს თავისი მეზობლის წინააღმდეგ.

14 იანვარს უკრაინის მთავრობის ვებსაიტებზე განხორციელდა თავდასხმა, რომლის შედეგადაც ბევრი საიტი გაითიშა, მათ შორის საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და სამოქალაქო დაცვის სამინისტროების საიტები.

"ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა. მოსკოვი განაგრძობს ჰიბრიდული ომის წარმოებას და აქტიურად აძლერებს თავის ძალებს ინფორმაციის და კიბერსივრცის სფეროებში" - წერს ციფრული განვითარების სამინისტრო 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

კიბერთავდასხმის ფონია შეშფოთება, რომ რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს უკრაინაში შეიჭრას, მას შემდეგ, რაც მან საზღვართან 100,000-მდე სამხედრო განათავსა და კრიზისის გადაჭრის მიზნით გამართულ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

მესიჯი, რომელიც კიბერთავდასხმის ავტორებმა 14 იანვარს გაავრცელეს, უკრაინელებს ეუბნებოდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს უნდა ელოდნენ".

აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის წარმომადგენლებმა 15 იანვარს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში დაწერეს, რომ მათმა უსაფრთხოების ექსპერტებმა უკრაინის მთავრობის ათობით კომპიუტერში აღმოაჩინეს მავნე პროგრამები, რის გამოც ეს კომპიუტერები შესაძლოა უვარგისი გახდეს გამოსაყენებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG