Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ბრიტანეთის ოფიციალური უწყებები თანამშრომლობენ ტეხასის სინაგოგაში მძევლების კრიზისის გამოსაძიებლად


ბრიტანეთის კონტრ-ტერორიზმის აგენტები აშშ-ის უწყებებთან კოორდინირებას უწევენ გამოძიებას მას შემდეგ, რაც ტეხასის სინაგოგაში მოკლულ იქნა მძევალთა ამყვანი პირი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიტანეთის მოქალაქე იყო. მის მოკვლას წინ უძღოდა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული კრიზისი. მძევლების აყვანის ინციდენტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "ტერორის აქტი" უწოდა.

თავდამსხმელი, FBI-ის ცნობით, 44 წლის მალიკ ფაისალ აკრამი იყო, რომელიც მოკლულ იქნა "სროლის ინციდენტისას", მაშინ როცა FBI-ის ძალები 15 იანვარს შევიდნენ ქალაქ კოლივილში განთავსებული სინაგოგის შენობაში. ოთიხვე მძევალი უვნებლად გადაურჩა კრიზისს, რომელიც დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მძევლების ამყვანი პირი ბრიტანელი იყო. ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კონტრ-ტერორიზმის უწყების ოფიცრებს კონტაქტი აქვთ აშშ-ის უწყებებთან და კოლეგებთან FBI-დან.

ფილადელფიაში მყოფმა ბაიდენმა 16 იანვარს თქვა, რომ ეს ინციდენტი იყო "ტერორის აქტი". ინციდენტი დაგმო და მას "ტერორიზმის და ანტისემიტიზმის აქტი" უწოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG